გერმანიის თავდაცვის მინისტრი – ISAF -ის ოპერაცია ნაჩქარევად დასრულდა

07:39, 20.12.2017

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ავღანეთში გერმანელ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და ნატოს მიერ წარმოებული სამშვიდობო ოპერაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ურსულა ფონ დერ ლეინმა განაცხადა, რომ ISAF -ის ოპერაცია ნაჩქარევად დასრულდა და ზედმეტად სწრაფი ტემპით მოხდა ნატოს ძალების ავღანეთიდან გამოყვანა.

„ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ავღანეთის შეაიარაღებულ ძალებს სჭირდებათ უცხოელი სამხედროების დახმარება. დარწმუნებული ვარ, სწორი მიმართულებით მივდივართ”, – განაცხადა ავღანეთში მყოფმა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ავღანეთში 1000-მდე გერმანელი ჯარისკაცი იმყოფება. ისინი ნატოს ”მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილეობენ და ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს წვრთნიან. პარლამენტმა გერმანულ ჯარისკაცებს ავღანეთში ნატოს მიერ წარმოებულ მისიაში მონაწილეობის ვადა სამი თვით გასულ კვირას გაუგრძელა.

მსგავსი