გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი აწარმოებს საინფორმაციო ომს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიაში განხეთქილებას
გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი აწარმოებს საინფორმაციო ომს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიაში განხეთქილებას

გერმანია სამხედროების ჩანაწერის გავრცელების შემდეგ რუსეთს საინფორმაციო ომში ადანაშაულებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსეთი აწარმოებს ინფორმაციულ ომს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიაში განხეთქილებას.

„ეს ინციდენტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საუბრის მოსმენა. ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი და ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ პუტინის ხრიკებს. ეს არის ჰიბრიდული დეზინფორმაციული თავდასხმა, რომლის მიზანია ჩვენი ერთიანობის შელახვა“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ჩანაწერი მიუთითებს, როგორ ემზადება ბერლინი მოსკოვთან საბრძოლველად.

რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა 38-წუთიანი ჩანაწერი, რომელშიც გერმანელი ოფიცრები განიხილავდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და კიევის მიერ ყირიმის ხიდზე პოტენციურ დარტყმას.