გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსეთთან დათმობაზე არ უნდა წასულიყო
შეერთებული შტატები სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე არ უნდა წასულიყო დათმობაზე რუსეთთან, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
პისტორიური ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრო და კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროპელების იმედგაცრუება დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
„ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე ან ტერიტორიების შესაძლო დაკარგვაზე მოლაპარაკების მაგიდასთან ვისაუბროთ“, – განაცხადა პისტორიუსმა.