გერმანიის თასს, შესაძლოა, ბეკენბაუერის სახელი მიენიჭოს #1TVSPORT
გერმანიის თასს, შესაძლოა, ბეკენბაუერის სახელი მიენიჭოს #1TVSPORT

ლეგენდარულმა გერმანელმა მცველმა, ბერტი ფოგთსმა მოუწოდა გერმანიის საფეხბურთო კავშირს (DFB), პატივი მიაგონ გარდაცვლილი ფრანც ბეკენბაუერის ხსოვნას.

ფოგთსი გამოვიდა კონკრეტული წინადადებით – გერმანიის თასს ბეკენბაუერის სახელი მიენიჭოს.

„მნიშვნელოვანია, რომ მისი სახელი არ იყოს დავიწყებული ფეხბურთელთა და გულშემატკივართა მომავალ თაობებში. შესაძლოა, DFB უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ გერმანიის თასს მიენიჭოს ფრანც ბეკენბაუერის სახელი“, – მოჰყავს ფოგთსის სიტყვები გამოცემა Rheinische Post-ს.

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა კვირას 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი: 1974 წელს ფეხბურთელისა და 1990 წელს – მწვრთნელის რანგში.