გერმანიის თასის ფინალში „ბაიერნი“ და „ლევერკუზენი“ ითამაშებენ
გერმანიის თასის ფინალში „ბაიერნი“ და „ლევერკუზენი“ ითამაშებენ

ბუნდესლიგის ლიდერი მიუნხენის „ბაიერნი“ ზედიზედ მესამედ გავიდა გერმანიის თასის ფინალში. მეორე ნახევარფინალში „რეკორდმაისტერმა“ შინ 2:1 დაამარცხა ფრანქფურტის „აინტრახტი“.

ანგარიში ივან პერიშიჩმა გახსნა თომას მიულერის პასით და პირველი ტაიმი „ბაიერნმა“ 1:0 მოიგო. მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე დანი და კოსტამ მიუნხენელთა დაცვის არეულობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მასპინძლებმა ძირითად დროში მოასწრეს გამარჯვების გოლის გატანა – სეზონში 46-ე გოლი მიითვალა რობერტ ლევანდოვსკიმ და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

„ბაიერნისთვის“ ეს იყო ზედიზედ 21-ე წაუგებელი ოფიციალური მატჩი. ეს სერია 17 დეკემბრიდან იღებს სათავეს.

გერმანიის თასის ფინალი 4 ივლისს ბერლინში გაიმართება და „ბაიერნი“ „ლევერკუზენს“ შეხვდება.