გერმანიის სრული პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირს მოუწოდებს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, ითამარ ბენ-გვირს სანქციები დაუწესოს

19:23, 18.08.2026

გერმანიის სრული პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირს მოუწოდებს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, ითამარ ბენ-გვირს სანქციები დაუწესოს. ამის მიზეზი ბენ-გვირის მიერ გაჟღერებული მოწოდება გახდა, სადაც მან განაცხადა, რომ ღაზაში ყოველ ღამით 30-40 ადამიანის მიზანმიმართული ლიკვიდაცია უნდა მოხდეს, კერძოდ, იმ პირების, ვინც უშუალო საფრთხეს წარმოადგენენ ისრაელისთვის და ისინი „სიცოცხლის ღირსი არ არიან“.

ეს განცხადება სრული კონსენსუსით მკაცრად დაგმეს როგორც მმართველი პარტიების (CDU/CSU, SPD) წარმომადგენლებმა, ასევე ოპოზიციამ – მემარცხენეებმა, მწვანეებმა და ულტრამემარჯვენე-პოპულისტურმა „ალტერნატივამ გერმანიისთვის“.

ზოგიერთმა დეპუტატმა სანქციების სიაში ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის შეყვანაც მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ბერლინი მანამდე ხშირად ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის მიერ ისრაელისა და მისი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივებს. ფრიდრიხ მერცის მთავრობას ჯერ საბოლოო ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია.

საკითხის განხილვა სექტემბერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება.

მსგავსი