გერმანიის შს მინისტრი – ქვეყანაში ჰიბრიდული საფრთხეები იზრდება, გვინდა, წლის ბოლომდე მივიღოთ უსაფრთხოების ახალი კანონები

17:22, 26.08.2026

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდერ დობრინდტი აცხადებს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმების საფრთხე შესაძლოა, კიდევ უფრო გაძლიერდეს. მისი თქმით, უსაფრთხოების სფეროში ახალი კანონების მიღება წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.

„ჩვენ გვინდა, სწრაფად მივიღოთ უსაფრთხოების ის კანონები, რომლებიც წელს აუცილებლად მიგვაჩნია“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, დაგეგმილი ზომების ნაწილი პოლიტიკური დავის საგანი იყო ათწლეულების განმავლობაში, თუმცა კოალიციაში მიღწეული შეთანხმება აჩვენებს, რომ მთავრობას ახალ უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირება შეუძლია.

დობრინდტის განცხადებით, გეგმები მოიცავს გერმანიის სადაზვერვო სამსახურების გაძლიერებას.

ამასთან, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაიფციგის აეროპორტში აღმოჩენილი დრონის შესახებ ისაუბრა. დობრინდტის თქმით, მსგავსი ინციდენტები უფრო ფართო ჰიბრიდული საფრთხის ნაწილია, რომელიც უცხო ქვეყნების მიერ დივერსიას, ჯაშუშობასა და ფარულ ოპერაციებს მოიცავს.

მსგავსი