გერმანიის შს მინისტრი - ქვეყანაში ანტისემიტური დანაშაულების რიცხვი 13 პროცენტით გაიზარდა
გერმანიის შს მინისტრი - ქვეყანაში ანტისემიტური დანაშაულების რიცხვი 13 პროცენტით გაიზარდა

გერმანიაში ანტისემიტური დანაშაულების რიცხვი 13 პროცენტით გაიზარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა გაზრდილ სტატისტიკაში ქვეყანაში გაძლიერებული რადიკალური მემარჯვენე ძალები დაადანაშაულა.

„ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი საფრთხე მოდის სწორედ მემარჯვენეების მხრიდან. ეს არის რეალობა … ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და გავუმკლავდეთ ამას.“- განაცხადა ზეეჰოფერმა.

გასულ წელს ხელისუფლებამ 2 032 ანტისემიტური დანაშაული დააფიქსირა, რაც 2018 წლის მონაცემებთან შედარებით 13% -ით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, ამ დანაშაულებლს 90%-ზე მეტი სწორედ რადიკალი მემარჯვენეების მიერ იქნა ჩადენილი.