გერმანია არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციის პროცედურებს დააჩქარებს
გერმანია არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციის პროცედურებს დააჩქარებს

გერმანიის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციის პროცედურის დაჩქარებას აპირებს. ამის შესახებ ზეეჰოფერმა ტელეკომპანია ARD-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, გერმანიაში არსებობს რეალური პრობლემა, რომელიც იმ უცხოელების დეპორტაციას უკავშირდება, რომლებსაც ქვეყანაში თავშესაფარზე უარი უთხრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის  პოსტზე მისი ერთ-ერთი პირველი გეგმა აღნიშნული პორბლემის მოგვარებაა, რისთვისაც ზეეჰოფერი შესაბამისი ზომების ამოქმედებას გეგმავს.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ზომებში იგულისხმება იმ ქვეყნებთან შეთანხმებების გაფორმება, საიდანაც მიგრანტები ჩავიდნენ, ასევე სასამართლოების გაძლიერება და მათი შემადგენლობის გაფართოება.

ამას გარდა, მინისტრის თქმით, საჭიროა სამედიცინო მოწმობებთან დაკავშირებული მაქინაციების წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრანტების იდენტიფიცირების პრობლემის მოგვარება.

მანამდე, ზეეჰოფერმა განაცხადა, რომ ისლამს გერმანიის ნაწილად არ მიიჩნევს