გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით ისრაელში ჩავიდა
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით ისრაელში ჩავიდა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი მოულოდნელად ისრაელში ჩავიდა. დობრინდტმა ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრები დააანონსა.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ასევე, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.

„ისრაელის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავმართოთ შეხვედრები ადგილზე და გავეცნოთ სიტუაციას. მინდა, ვაჩვენო, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს ისრაელს, როგორც ჩვენს უახლოეს პარტნიორს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.