გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე თორნიკე ყიფიანის სიმღერა 2020 წლის ევროვიზიის საუკეთესო სიმღერად დასახელდა

19:04, 04.05.2020

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ARD) ოფიციალურ ვებგვერდზე 2020 წლის ევროვიზიის საუკეთესო სიმღერა გამოვლინდა.

ონლაინ გამოკითხვის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერა Take Me As I Am გახდა.

გამოკითხვა ვებგვერდზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდა. ქართველმა კონკურსანტმა ხმების 14,9% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე და მესამე ადგილები ლიეტუვისა და ისლანდიის წარმომადგენლებმა დაიკავეს.

მსგავსი