გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ქართველ ლგბტი აქტივისტებს შეხვდა
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში მიხაელ როთი ქართველ ლგბტი აქტივისტებს შეხვდა. ამის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოში ლგბტი თემის წარმომადგენლები განიცდიან დისკრიმინაციას და შევიწროებას. დღეს მე შევხდი მარიამს და გიორგის, ორ მამაც აქტივისტს, რომლებიც იბრძვიან პატივისცემისთვის, თანასწორობისთვის და მრავალფეროვნებისთვის. მათ სჭირდებათ სოლიდარობა და მხარდაჭერა”, – წერს მინისტრი.
მიხაელ როთი ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მონაწილეობს.
Auch in #Georgien sind LGBTI massiver Diskriminierung & Ausgrenzung ausgesetzt. Heute traf ich Mariam & George, zwei mutige AktivistInnen für Respekt, Gleichstellung & Vielfalt. Sie brauchen unsere Solidarität & Unterstützung. #LGBTI-Rechte sind Menschenrechte. Überall. 🇬🇪🏳️🌈🕊 pic.twitter.com/ySABoqpZa7
— Michael Roth MdB 🇪🇺 (@MiRo_SPD) 12 July 2019