გერმანიის საგარეო უწყება - სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხო ზონის მოწყობაში ნატო-ს მონაწილეობა არ განიხილება
გერმანიის საგარეო უწყება - სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხო ზონის მოწყობაში ნატო-ს მონაწილეობა არ განიხილება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ნატო-ს მონაწილეობით უსაფრთხოების საერთაშორისო ზონის მოწყობაზე დისკუსია არ განიხილება.

ამ განცხადებით ჰაიკო მაასმა პასუხი გასცა გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე ანაგრეტ კრამ-კარებაუერის ინიციატივას, რომელიც თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში, საერთაშორისო უსაფრთხოების ზონის მოწყობაში რუსეთთან და თურქეთთან ერთად ნატო-ს ჩართვასაც ითვალისწინებს.​კარებაუერის თქმით, ნატო-ს სამხედრო მისიის წევრებმა მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა დაიცვან და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელონ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბერლინი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მისიის გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ ინიციატივას ნატო-ს მოკავშირეების ნაწილში კითხვები გააჩინა, ნაწილი კი, გააღიზიანა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს წამოიწყო. მისი მიზანი ე.წ. უსაფრთხოების ზონის მოწყობაა, რომელშიც ერდოღანის მთავრობა სირიელი ლტოლვილების განსახლებას აპირებს.

დატოვე კომენტარი