გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტხნიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული
ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტხნიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება. ის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
გერმანიის საგარეო უწყების მიერ „იქსზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანია დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იცავენ თავისუფლებას.
„„ქართული ოცნება“ აგრძელებს დაშინების კამპანიას ჟურნალისტების, დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იცავენ თავისუფლებას“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართება.
Georgian 🇬🇪 journalist @MAmaghlobeli will appear in court tomorrow after over a month in detention. She must be released immediately. @GeorgianDream41 continues its campaign of intimidation against journalists, protesters & the opposition. We stand by those defending freedom.
— GermanForeignOffice (@GermanyDiplo) March 3, 2025