გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სა და რუსეთს მოუწოდა, არ ჩაატარონ ბირთვული იარაღის გამოცდები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სა და რუსეთს მოუწოდა, არ ჩაატარონ ბირთვული იარაღის გამოცდები.
იოჰან ვადეპულის თქმით, „ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, უფრო რეაქციაა იმაზე, რომ რუსეთმა წარსულში გამოიყენა ბირთვული ძრავის მქონე სისტემები”.
„მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული იარაღის მქონე ხუთივე სახელმწიფომ გააგრძელოს გამოცდაზე მორატორიუმების დაცვა. მოვუწოდებ მათ: გამოცდაზე მორატორიუმი უნდა შენარჩუნდეს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მოწოდება ასევე ეხება ჩრდილოეთ კორეას, „ერთადერთ სახელმწიფოს, რომელიც ატარებს ბირთვული იარაღის გამოცდას 21-ე საუკუნეში“.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს მისცა დავალება, „დაუყოვნებლივ დაიწყოს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის გამოცდა“.