გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს

გერმანიის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინის სახელმწიფოებრიობის ხელახლა დარღვევისთვის რუსეთს მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ აქვეყნებს.

მისი თქმით, უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკების საგანს არ წარმოადგენს და უპირველესი პრიორიტეტი სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება უნდა იყოს.

მინისტრის თქმით, საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დიპლომატიური გზების მოძებნა. ამასთან, მედიის ინფორმაციით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთო ევროპული პოზიციის ჩამოყალიბება მტრულად განწყობილი მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, როგორიცაა რუსეთი, რომელსაც უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალები ჰყავს მობილიზებული.

დატოვე კომენტარი