გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სირიის ჩრდილოეთში თურქეთის შეჭრა საერთაშორისო სამართლის მიხედვით არალეგიტიმურია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სირიის ჩრდილოეთში თურქეთის შეჭრა საერთაშორისო სამართლის მიხედვით არალეგიტიმურია

სირიის ჩრდილოეთში თურქეთის შეჭრა საერთაშორისო სამართლის მიხედვით არალეგიტიმურია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ჰეიკო მაასის თქმით, გერმანია თვალს ადევნებს თურქეთის ქმედებებს და შესაძლოა, ანკარას ეკონომიკური სანქციები დაუწესოს.

„ყოველივე იმის შემდეგ, რაც ვიცით და ყველაფერი, რაც თურქეთმა თვითონ აჩვენა, როგორც სამართლებრივი საფუძველი, ჩვენ არ შეგვიძლია ამ მოსაზრების გაზიარება. ჩვენ არ გვჯერა, რომ ქურთულ დაჯგუფებებზე თავდასხმა ლეგიტიმურია საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თურქეთის სამხედრო ოპერაციას გერმანიის თავდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა. ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის თქმით, თურქეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი დაარღვია, კონფლიქტები კი, ძალის ნაცვლად, დიპლომატიით უნდა მოგვარდეს.