გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ვხედავთ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ვხედავთ

გერმანია „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ხედავს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა გამოცემა Spiegel – თან ინტერვიუში განაცხადა.

„დღესდღეობით ეს ძალიან არარეალურია. რუსეთისგან უნდა მოვითხოვოთ, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში კონსტრუქციული მონაწილეობა განაახლოს“, – განაცხადა მაასმა.

შეგახსენებთ, რომ სირიაზე სარაკეტო იეირიში აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დღეს გამთენიისას განახორციელეს.