გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ სამშვიდობო საკითხების განხილვა ძლიერი პოზიციიდან შეძლოს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ სამშვიდობო საკითხების განხილვა ძლიერი პოზიციიდან შეძლოს

აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი გეგმა საბოლოო არ არის, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ინდო-წყნარი ოკეანის მინისტერიალს ესწრება.

ვადეპული ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიან გეგმას რუსეთ-უკრაინას შორის სასწრაფოდ განსახილველ საკითხთა სიად მიიჩნევს.

„გერმანიის პოზიცია ევროპული პოზიციაა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ. ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ ამ საკითხების განხილვა ძლიერი პოზიციიდან შეძლოს“, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა.