გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - პუტინი არ არის დაინტერესებული მშვიდობით, ომის გაგრძელების უფლება არ უნდა მივცეთ, რის გამოც ევროკავშირი შეთანხმდება დამატებით სანქციებზე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო თავდასხმებს დასავლეთმა დამატებითი სანქციებით უნდა უპასუხოს.
ამის შესახებ იოჰან ვადეპულმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის დაინტერესებული მშვიდობით. მას ამ ომის გაგრძელება სურს და ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ, რის გამოც ევროკავშირი შეთანხმდება დამატებით სანქციებზე“, – განაცხადა ვადეპულმა.
რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 367 დრონი გაუშვა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა.