გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მნიშვნელოვანია, აშშ-მა და ისრაელმა განმარტონ, როდის ჩათვლიან თავიანთი სამხედრო ოპერაციის მიზნებს მიღწეულად, ამ საკითხში მეტი სიცხადე გვჭირდება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მნიშვნელოვანია, აშშ-მა და ისრაელმა განმარტონ, როდის ჩათვლიან თავიანთი სამხედრო ოპერაციის მიზნებს მიღწეულად, ამ საკითხში მეტი სიცხადე გვჭირდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა აშშ-სა და ისრაელს მოუწოდა, მკაფიოდ განსაზღვრონ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მიზნები.

ვადეპულის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა და აშშ-მა მეტი ინფორმაცია გაასაჯაროონ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის მიზნებთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, აშშ-მა და ისრაელმა განმარტონ, როდის ჩათვლიან თავიანთი სამხედრო ოპერაციის მიზნებს მიღწეულად. ამ საკითხში მეტი სიცხადე გვჭირდება“, – განაცხადა ვადეპულმა.

ამასთან, ვადეპულის თქმით, გერმანია ვერ ხედავს ნატო-ს როლს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის პრობლემის მოგვარებაში.