გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფთარი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფთარი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის განცხადებით, ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფთარი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის. ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბენღაზიში, გენერალთან სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ გენერალი მზადაა, 19 იანვარს, ლიბიის საკითხთან დაკავშირებით ბერლინში დაგეგმილ საერთაშორისო ლიდერების შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. კონფერენციაზე დასწრებას გეგმავს ფაიზ სარაჯიც.

მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ ლიბიას ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი მართავს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის აღებას ცდილობს.

ტრიპოლიში გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობაა განთავსებული. ხალიფა ჰაფთარს ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერენ მხარს.