გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანთან ბარტერული ვაჭრობისთვის ევროპული საგადასახადო სისტემის ფორმალური მოთხოვნები მალე ამოქმედდება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანთან ბარტერული ვაჭრობისთვის ევროპული საგადასახადო სისტემის ფორმალური მოთხოვნები მალე ამოქმედდება

ირანთან ბარტერული ვაჭრობისთვის ევროპული საგადასახადო სისტემის ყველა ფორმალური მოთხოვნა განსაზღვრულია და მალე ამოქმედდება, – ამის შესახებ ირანში ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ჰეიკო მაასი ირანის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს შეხვედრებს.

სავაჭრო მექანიზმის (ინსტექსი) შექმნით, გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი ირანის ბირთვული შეთანხმების გადარჩენას და აშშ-ის სანქციების თავიდან არიდებას ისახავს მიზნად.

„ეს არის ახალი ტიპის ინსტრუმენტი, ამიტომ მარტივად ამოქმედება არ მოხდება. მიუხედავდ ამისა, ახალი სისტემის ყველა მოთხოვნა განსაზღვრულია და მე ვვარაუდობ, რომ მის ამოქმედებას უახლოეს მომავალში შევძლებთ“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჰეიკო მაასის განცხადებით, ირანთან კონფლიქტი მთელ ახლო აღმოსავლეთს უქმნის საფრთხეს და ევროპელები დარწმუნებული არიან, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების შენარჩუნება სასურველია.

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აბას მუსავიმ შეთანხმების ევროპელი ხელმომწერები გააკრიტიკა და თქვა, რომ თეირანმა ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად პრაქტიკული ნაბიჯები ვერ დაინახა.