გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გადასახადების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ამერიკული სისტემის ანალოგის შექმნის ინიციატივით გამოვიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გადასახადების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ამერიკული სისტემის ანალოგის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი ევროკავშირისთვის გადასახადების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ამერიკული სისტემის (SWIFT) ანალოგის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

მისი განცხადებით, გადასახადების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ამერიკული სისტემის ანალოგის შექმნა ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციებისგან ევროპული კომპანიების დასაცავად არის აუცილებელი.

„ამ ვითარებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რომ ვაშინგტონს უთხრათ, გვსურს თანამშრომლობა, მაგრამ არ დაუშვებთ, რომ ჩვენს თავს ჩვენვე მივაყენოთ ზიანი“ – აღნიშნა მაასმა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ SWIFT-ის ანალოგის შექმნა ევროპის ავტონომიურობას გააძლიერებს.