გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების პროცესი ახლა უნდა დაიწყოს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების პროცესი ახლა უნდა დაიწყოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების პროცესი „ახლა უნდა დაიწყოს“.

იოჰან ვადეფულმა ასევე აღნიშნა, რომ „გერმანიისთვის პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, სავარაუდოდ, ამ პროცესის დასასრული იქნება“.

დიპლომატის თქმით, ორი სახელმწიფოს პრინციპი კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტისთვის ერთადერთ საშუალებად რჩება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ორივე მხარის ხალხს, ღირსეულად იცხოვრონ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში.