გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ომმა დაანგრია დარჩენილი ილუზიები რუსეთთან ურთიერთგაგების შესახებ
იოჰან ვადეპული მიიჩნევს, რომ ურთიერთგაგება რუსეთთან შეუძლებელია იმ ომიდან გამომდინარე, რომელიც მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო, თუმცა ის მხარს უჭერს დიპლომატიურ ძალისხმევას საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პოტენციურ დიპლომატიურ ძალისხმევაზე საუბრისას ვადეპულმა თქვა, რომ ეს უნდა განხორციელდეს „ყველანაირი ილუზიების გარეშე“.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ევროპის უსაფრთხოების მოწყობისას გათვალისწინებული იქნება რუსეთიდან მომავალი საფრთხეები.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა რუსეთის პრეზიდენტს უფრო მეტი გამძლეობა გამოავლინოს, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ დასავლეთს ყოველთვის უფრო მეტ გამძლეობა ექნება.
მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერა არის ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის გადამწყვეტი ელემენტი.