გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებზე, ასევე კანცლერის ადმინისტრაციაზე კიბერშეტევა განხორციელდა
გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებზე, ასევე კანცლერის ადმინისტრაციაზე კიბერშეტევა განხორციელდა

გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებზე, ასევე კანცლერის ადმინისტრაციაზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო DPA უსაფრთხოების სფეროში არსებულ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია ჰაკერთა ჯგუფზე სახელწოდებით ATP28. უსაფრთხოების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ დაჯგუფებას კავშირი აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან.

მათ დაჯგუფებას ასევე იცნობენ Fancy Bear -ის სახელითაც. გავრცელებული ცნობით, კიბერთავდასხმის ფაქტი უსაფრთხოების სააგენტოებმა დეკემბერში დააფიქსირეს და ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რა დონემდე შეძლეს ჰაკერებმა დაცული სერვერებიდან მონაცემების მოპარვა.

გერმანიის ხელისუფლებამ 2015 წელს ანგელა მერკელის კონსერვატიული პარტიის სერვერებზე კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას სწორედ Fancy Bear-ის აკისრებს.