გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ დევნილთა სააგენტოს ავტომანქანა და სადეზინფექციო მოწყობილობა გადასცა
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ დევნილთა სააგენტოს ავტომანქანა და სადეზინფექციო მოწყობილობა გადასცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის დირექტორს, ფრედერიკე როჩოვანსკის შეხვდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანულმა მხარემ დევნილთა სააგენტოს ავტომანქანა და სადეზინფექციო სამუშაოებისთვის საჭირო მოწყობილობა გადასცა.

„დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას წლების განმავლობაში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გაწეული დახმარებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.