გერმანიის საელჩოში განმარტავენ, რატომ არიან მიწვეული ბერლინში, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ინდონეზია, უკრაინა და მოლდოვა

17:37, 13.05.2022

საქართველოში გერმანიის საელჩოში განმარტავენ, რატომ არიან მიწვეული ბერლინში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ინდონეზია, უკრაინა და მოლდოვა.

„ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის, მოლდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, – აცხადებენ საელჩოში.

მსგავსი