გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი 18 ივლისს საქართველოში ჩამოვა
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი 18 ივლისს საქართველოში ჩამოვა

საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესთტაგის ვიცე-პრეზიდენტი კატრინ გიორინგ-ეკარდტი 18 ივლისს საქართველოში ჩამოვა.

როგორც საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის რეალიზებაში.

მათივე ცნობით, ვიცე-პრეზიდენტს სურს, ხელი შეუწყოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი ვალდებულებების დროულად შესრულებას.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გამო გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი კატრინ გიორინგ-ეკარდტი 2022 წლის 18 ივლისს საქართველოს ეწვევა. ქალბატონი გიორინგ-ეკარდტი გაეცნობა ომის შედეგებს და საქართველოს სამომავლო პერსპექტივებს. ვიცე-პრეზიდენტს სურს, ხელი შეუწყოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი ვალდებულებების დროულად შესრულებას. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის რეალიზებაში. ვიცე-პრეზიდენტი თბილისში მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ შალვა პაპუაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. გარდა ამისა, ქალბატონი გიორინგ-ეკარდტი 2022 წლის 19 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში თემაზე „კულტურა – დემოკრატია – ევროპა: რესურსი და მანათობელი ვარსკვლავი საქართველოსთვის?“. 2022 წლის 20 ივლისს კატრინ გიორინგ-ეკარდტი სომხეთში გაემგზავრება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.