გერმანიის საელჩომ გერმანული ენის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეებისთვის მიღება გამართა
გერმანიის საელჩომ გერმანული ენის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეებისთვის მიღება გამართა

გერმანიის საელჩომ გერმანული ენის ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღება გამართა. გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს სახელით ფრაიბურგში, გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან.

ეროვნული ოლიმპიადის 22 ფინალისტი მოსწავლე გერმანულენოვანი საზაფხულო აკადემიის საგზურებით დაჯილდოვდა, რომელიც ივლისის ბოლოს რუსთავში, სკაუტების საერთაშორისო ბანაკში ჩატარდება.

მოსწავლეები ბანაკში ბერლინელი და ლაიფციგელი თეატრმცოდნეების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საინტერესო თემაზე დისკუსიას გამართავენ და ენის ცოდნას გაიღრმავებენ.

გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

დატოვე კომენტარი