გერმანიის საელჩო - საქართველოდან გერმანიაში შესვლა კვლავ მხოლოდ სულ მცირე ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი
გერმანიის საელჩო - საქართველოდან გერმანიაში შესვლა კვლავ მხოლოდ სულ მცირე ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი

საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ.

„გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.