გერმანიის საელჩო – პრესის თავისუფლება წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას და ყველა დემოკრატიის ქვაკუთხედს, ყველგან, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პრესის თავისუფლება წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას და ყველა დემოკრატიის ქვაკუთხედს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველგან, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა.
„პრესის თავისუფლება წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას და ყველა დემოკრატიის ქვაკუთხედს. დემოკრატია წარმოუდგენელია თავისუფალი მედიის გარეშე. მედია აწვდის საზოგადოებას ახალ ამბებს, ყურადღებას ამახვილებს პრობლემებზე და ხელს უწყობს აზრის ჩამოყალიბებას. ამის გაკეთება მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედიაგარემო არის თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი. ყველგან, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა. პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მადლობას ვუხდით მედიის ყველა წარმომადგენელს მათი საქმიანობისთვის“, – ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე 3 მაისს აღინიშნება.