გერმანიის საელჩო - „კოვაქსის“ მეშვეობით მსოფლიოში პირველი კოვიდვაქცინები უნდა დაიგზავნოს, მათ შორის, საქართველოშიც, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მსოფლიოში პანდემიის დასამარცხებლად
გერმანიის საელჩო - „კოვაქსის“ მეშვეობით მსოფლიოში პირველი კოვიდვაქცინები უნდა დაიგზავნოს, მათ შორის, საქართველოშიც, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მსოფლიოში პანდემიის დასამარცხებლად

გერმანია და ევროკავშირი „კოვაქსის“ ყველაზე დიდი დონორები არიან, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„თებერვლის განმავლობაში საერთაშორისო პლატფორმა „კოვაქსის“ მეშვეობით მსოფლიოში პირველი კოვიდვაქცინები უნდა დაიგზავნოს, მათ შორის, საქართველოშიც. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მსოფლიოში პანდემიის დასამარცხებლად. გერმანია და ევროკავშირი ეხმარებიან „კოვაქსს“ მისი დაარსების დღიდან და ისინი მის ყველაზე დიდ დონორებს მიეკუთვნებიან. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას“, – ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.