გერმანიის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, განსაკუთრებული მადლობა მაშველებს, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს

14:10, 20.11.2026

საქართველოში გერმანიის საელჩო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საელჩო ასევე მადლობას უხდის მაშველებს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისთვის.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთან ვართ. ვუსურვებთ მათ გამძლეობას ამ რთულ დროს. განსაკუთრებული მადლობა მაშველებს, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. თანავუგრძნობთ დაზარალებულთა ახლობლებს და მთელ საქართველოს“, – წერს გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში.

მსგავსი