გერმანიის რამდენიმე ქალაქის მუნიციპალიტეტებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია მოხდა

15:55, 26.03.2019

გერმანიის რამდენიმე ქალაქის მუნიციპალიტეტებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღებული შეტყობინებები გახდა.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა და კინოლოგებმა ქალაქ აუგსბურგის მერიაში ჩხრეკა ჩაატარეს. თუმცა , ამ დროისთვის უცნობია, შეძლეს თუ არა ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა.

ანალოგიური განგაშის სიგნალის შესახებ ცნობები მიიღეს კაიზერსლათერნის, აღმოსავლეთ კემნიცის, გოეტინგენის და რენდსბურგის მუნიციპალიტეტებიდან.

მსგავსი