გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ახალი ლიდერი არმინ ლაშეტი გახდა
გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ახალი ლიდერი არმინ ლაშეტი გახდა

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას“ ახალი ლიდერი ჰყავს. პარტიის თავმჯდომარე 59 წლის არმინ ლაშეტი გახდა.

მის სასარგებლოდ 521-მა წევრმა 466-ის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ლაშეტი 2017 წლის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერი იყო და ანგელა მერკელის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად მოიაზრება.

სექტემბერში დაგეგმილი ფედერალურ არჩევნებში, პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ლაშეტი კანცლერის პოსტს დაიკავებს.