გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია გეგმავს, 2025 წლისთვის პარტიული თანამდებობების 50 პროცენტი ქალებმა დაიკავონ
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია გეგმავს, 2025 წლისთვის პარტიული თანამდებობების 50 პროცენტი ქალებმა დაიკავონ

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია გეგმავს, რომ 2025 წლისთვის პარტიული თანამდებობების 50 პროცენტი ქალებმა დაიკავონ.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პარტიაში ამბობენ, რომ ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად სავალდებულო კვოტების შემოღებას გეგმავენ.

​მომავალი წლიდან, ქრისტიან-დემოკრატების სამთავრობო და საპარლამენტო პოზიციების სულ მცირე 30 პროცენტი ქალებით უნდა იყოს შევსებული. 2023 წლისთვის კვოტა 40 პროცენტამდე გაიზრდება, 2025 წელს კი 50 პროცენტი იქნება.

პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას დეკემბერში დაგეგმილ პარტიულ კონფერენციაზე პარტიის წევრებმა უნდა დაუჭირონ მხარი.