გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ახალ ლიდერს 25 აპრილს აირჩევს
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ახალ ლიდერს 25 აპრილს აირჩევს

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ახალ ლიდერს 25 აპრილს აირჩევს.

კავშირის მოქმედი ლიდერის, ანეგრეტ კრამპ-კარემბაუერის განცხადებით, 25 აპრილს სპეციალურ კონგრესზე ლიდერის არჩევა აშკარა სიგნალი იქნება, თუ ვინ იქნება პარტიიდან წარდგენილი კანცლერობის კანდიდატად შემდგომი წლის ფედერალურ არჩევნებზე. პოტენციური კანდიდატები მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. ანეგრეტ კრამპ-კარემბაუერი, რომელიც ქვეყნის თავდაცვის მინისტრიცაა, სახელმწიფო დონეზე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის რამდენიმე საარჩევნო მარცხის გამო, პარტიის შიგნით კრიტიკის ობიექტი გახდა.

ანგელა მერკელმა, რომელიც გერმანიის კანცლერის თანამდებობას თითქმის 15 წელია იკავებს, დაადასტურა, რომ თავის კანდიდატურას აღარ წამოაყენებს.

იუგოვის“ სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, პოპულარობით ყველაზე მეტად ფრიდრიხ მერცი სარგებლობს, რომელიც მერკელის დიდი ხნის მეტოქეა.