გერმანიის ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ, რომელიც საქსონია-ანჰალტში არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებით ლიდერობს
გერმანიაში, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა.
ჰამბურგში, ბერლინში, ფრანკფურტსა და გერმანიის სხვა ქალაქებში დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „აკრძალეთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ახლავე“, „სიძულვილის წინააღმდეგ“ და „ყველა ნაცისტი სულელია“.
ცნობისთვის, გუშინ საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს, რომელმაც ხმათა 44.5%-ის მიღება შეძლო. მეორე ადგილზე კი 18.5 %-ით მმართველი „სოციალ-დემოკრატიული კავშირია“. ეგზიტპოლის მიხედვით, 9.5%-ით მესამე ადგილი უკავია „მემარცხენე პარტიას“.