გერმანიის ქალაქების მთავარ მოედნებსა და ცენტრალურ გამზირებზე საქართველოს ზამთრის კურორტებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ სარეკლამო ბანერებია განთავსებული
გერმანიის ქალაქების მთავარ მოედნებსა და ცენტრალურ გამზირებზე საქართველოს ზამთრის კურორტებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ სარეკლამო ბანერებია განთავსებული

გერმანიაში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის ფარგლებში გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიების: ZDF-ის, VOX-ის, n-tv-სა და Sky-ს ეთერით საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, პარალელურად, გერმანიის დიდ ქალაქებში, მთავარ მოედნებსა და ცენტრალურ გამზირებზე საქართველოს ზამთრის კურორტებისა და ქვეყნის ტურისტული პროდუქტების შესახებ სარეკლამო ბანერებია განთავსებული.