გერმანიის ქალაქ მიუნსტერში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს
გერმანიის ქალაქ მიუნსტერში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ მიუნსტერში მინიავტობუსით თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. მათგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

თავდასხმა ქალაქის ძველ ნაწილში მოხდა, სადაც ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მინიავტობუსში კიდევ ორი პირი იჯდა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შარშან შვედეთში ამავე დღეს თავდასხმა ანალოგიური ხელწერით განხორციელდა, რომელსაც მოგვიანებით ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.