გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ღამის მერი აირჩიეს
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ღამის მერი აირჩიეს

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ღამის მერი აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutche Welle ავრცელებს.

მერი 27 წლის სტუდენტი ჰენდრიკ მაიერი გახდა. არჩევნებში მას ცხრა კონკურენტი ჰყავდა, ორი ქალი და შვიდი მამაკაცი.

არჩევნებზე ხმის მიცემა ღამის კლუბების წარმომადგენლებს, ქალაქის ადმინისტრაციას და არჩევნებში მონაწილეობის მსურველ მოქალაქეებს შეეძლოთ.

ახალი მერი მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან შეუდგება და თვეში 50 საათს იმუშავებს. მისი ერთ-ერთი მოვალეობა, ღამის კლუბების მეპატრონეებისა და იმ მოქალაქეების კონფლიქტის დარეგულირება იქნება, რომლებსაც ხმამაღალი მუსიკა აწუხებთ.