გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენში მამაკაცმა ცივი იარაღით ორი პირი მოკლა
გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენში მამაკაცმა ცივი იარაღით ორი პირი მოკლა

გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენში მამაკაცმა ცივი იარაღით ორი პირი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, თავდამსხმელს ცეცხლი სამართალდამცველებმა გაუხსნეს, რომელიც დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს.