გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა
გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, დაღუპულია ერთი ადამიანი.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ოთხ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

აფეთქება ინდუსტრიულ პარკში ხანძრის გაჩენის შემდეგ მოხდა. ქიმიური ქარხნის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლებში და კარ-ფანჯარა არ გააღონ.

აფეთქების მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. გერმანიის სამოქალაქო დაცვისა და კატასტროფების დახმარების ფედერალურმა ოფისმა აფეთქება კლასიფიკაციაში შეაფასა, როგორც „უკიდურესი საფრთხე“. პოლიციამ რამდენიმე ავტომაგისტრალი გადაკეტა. შემთხვევის ადგილზე განათავსეს დაბინძურების აღმომჩენი ავტომობილები.