გერმანიის ქალაქ ჰაგენში სინაგოგასთან სპეცოპერაცია მიმდინარეობს
გერმანიის ქალაქ ჰაგენში სინაგოგასთან სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სამართალდამცველები გერმანიის ქალაქ ჰაგენში, სინაგოგასთან სპეცოპერაციას აწარმოებენ. ცოტა ხნით ადრე, დორტმუნდის პოლიციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ არსებობს ცნობები ქალაქ ჰაგენში ებრაულ ნაგებობაზე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

პოლიციას ამ დროისთვის სინაგოგასთან მიმდებარე ქუჩა გადაკეტილი აქვს.