გერმანიის პროკურატურამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით შემოწმება დაიწყო. გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, პროკურატურის გადაწყვეტილება გერმანიის თავდაცვის სამინისტროში უცხოელი კონსულტანტების ხანგრძლივი დროით ყოფნას უკავშირდება.
გავრცელებული ცნობით, შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლისგან მინისტრზე საჩივარი შევიდა. საჩივარში ნათქვამია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უცხოელი კონსულტანტები სამინისტროს თანამშრომლებად დაკომპლექტდნენ.
კონსულტანტების საქმეზე შემოწმება უკვე ჩაატარა გერმანიის აუდიტის სამსახურმა. მინისტრ ურსულა ფონ დერ ლეინს სავარაუდოდ საბიუჯეტო კომისიის მიმართ ახსნა-განმარტება დასჭირდება.