გერმანიის პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავა
გერმანიის პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავა

გერმანიის პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავა, რომელიც თავს ტურისტად ასაღებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

სამართალდამცავებმა Audi-ის მარკის საეჭვო ავტომობილი ქალაქ ბამბერგში გააჩერეს. მძღოლმა პოლიციას მართვის მოწმობა ვერ წარუდგინა.

მანქანის ჩხრეკისას ამოღებულია 1200 ევროს ღირებულების მოპარული პარფიუმერია. ასევე 350 ევროდ შეფასებული ქურთუკი.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 31 წლის მამაკაცი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამჟამად ის ციხეშია გადაყვანილი.