გერმანიის პოლიციამ ქალაქ კელნთან ერთ-ერთ მატარებელში აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყო
გერმანიის პოლიციამ ქალაქ კელნთან ერთ-ერთ მატარებელში აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყო

გერმანიის პოლიციამ ქალაქ კელნთან რკინიგზის ერთ-ერთ მატარებელში აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყო.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, პოტენციური საფრთხის შესახებ ინფორმაცია კრიმინალური პოლიციის ექსპერტების მიერ მოწყობილობის შეფასების შემდეგ გახდება ცნობილი.

თავის მხრივ, გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს, რომ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას შესაძლოა, ერიოზული ზიანი მოჰყოლოდა.

მედიასაშუალების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამლაგებელმა აღმოაჩინა.