გერმანიის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც კლინიკაში ქალი მძევლად ჰყავდა
გერმანიის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც კლინიკაში ქალი მძევლად ჰყავდა

გერმანიის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც კლინიკაში ქალი მძევლად ჰყავდა. ინციდენტი ბავარიის დეგენდორფის რაიონში მოხდა.

დანებით შეიარაღებულმა 40 წლის მამაკაცმა კლინიკის პაციენტი მძევლად აიყვანა და დაწესებულების ერთ-ერთ ოთახში წაიყვანა. სამართალდამცველებმა მოლაპარაკებების შედეგად ბოროტმოქმედის განეიტრალება შეძლეს. ოპერაციაში, რომელშიც სპეცრაზმიც მონაწილეობა, არავინ დაშავებულა.

ამჟამად ევაკუირებული პაციენტები და პერსონალის წევრები სამედიცინო დაწესებულებაში დაბრუნდნენ.

მამაკაცის მოტივების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამავე კლინიკის პაციენტი იყო.

მომხდარს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.